ნიგერიაში ლომმა ზოოპარკის თანამშრომელი მოკლა

ლომმა სამხრეთ-დასავლეთ ნიგერიაში ზოოპარკის თანამშრომელი მოკლა, რადგან მან ვერ შეძლო ვოლიერის საკეტების დამაგრება,- ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.

მსხვერპლი 35 წლის მამაკაცია. ის დასაქმებული იყო საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის, “ველური ბუნების” პარკში , რომელიც ნიგერიის ყოფილ პრეზიდენტს, ოლუსეგუნ ობასანჯოს ეკუთვნის.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც თანამშრომელმა სტუმრების ჯგუფი ლომის კვების რუტინის საყურებლად მიიყვანა.

„ზოოპარკის მეთვალყურე, როგორც ჩანს, ცხოველთან თავს კომფორტულად გრძნობდა, უსაფრთხოების დაცვის ჭიშკარი ღია დატოვა და ცხოველის გამოკვებას შეუდგა. სწორედ ამ დროს, ცხოველი თავს დაესხა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა”,- აცხადებენ ზოოპარკის წარმომადგენლები.

ადგილობრივი პოლიციის სპიკერმა განაცხადა, რომ ლომმა მამაკაცს კისერზე სერიოზული სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. იმისათვის, რომ ლომის თავდასხმა შეეჩერებინათ, იარაღიდან ესროლეს და მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები