რუსეთის პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით სომხეთს ეწვევა

რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი 1-ელ ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით სომხეთში ჩავა, სადაც ევრაზიული მთავრობათაშორისი საბჭოს სხდომაში და ევრაზიული ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიაში მიიღებს მონაწილეობს,- ინფორმაციას რუსეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის მთავრობების მეთაურებთან ერთად, მიშუსტინი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში ინტეგრაციის გაღრმავების აქტუალურ ამოცანებს განიხილავს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შიდა ბაზრის ფუნქციონირების საკითხებს, მრეწველობის, ტრანსპორტის, საბაჟო-სატარიფო, აგრარულ და ენერგეტიკულ სფეროებში თანამშრომლობის განვითარებას.

მთავრობათაშორისი საბჭოს სხდომას შეუერთდებიან ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში დამკვირვებელი ქვეყნების სტატუსის მქონე კუბა და უზბეკეთი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები