ჯო ბაიდენი: ამ ომს უკრაინა მოიგებს

უკრაინა მოიგებს ამ ომს და შეერთებული შტატები ამ გზის ყოველ ნაბიჯზე მათ გვერდით დგომას გააგრძელებს, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

საპასუხოდ, ზელენსკი მადლობას უხდის ბაიდენს, ისევე როგორც ორივე პარტიას კონგრესში და ყველა ამერიკელს, უკრაინისა და თავისუფლების მხარდაჭერაში ლიდერობისთვის და აცხადებს, რომ „რამშტაინის“ შემდეგი შეხვედრისთვის მზადება მიმდინარეობს.

„უკვე ვემზადებით „რამშტაინის“ ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის მოახლოებული შეხვედრისთვის. ერთად უნდა მოვიგოთ ეს ომი, უკრაინამ, შეერთებულმა შტატებმა და მთელმა თავისუფალმა სამყარომ“, – აცხადებს ზელენსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები