ირანის მოსალოდნელი თავდასხმის გამო, აშშ და ისრაელი ერთობლივი თავდაცვისთვის ემზადებიან

ირანის მოსალოდნელი თავდასხმის გამო, აშშ და ისრაელი ერთობლივი თავდაცვისთვის ემზადებიან,- ამის შესახებ „სიენენი“ აშშ-ს მთავრობის წევრებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია შეშფოთებულია, რომ ისრაელის მიერ „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას მკვლელობის შემდეგ, ირანიდან თავდასხმაა დაგეგმილი.

„ირანი, მისი პარტნიორები ან მისი მარიონეტები ამ მომენტს რეგიონში ამერიკელი პერსონალის ან ინტერესების სამიზნეში ამოსაღებად თუ გამოიყენებენ, შეერთებული შტატები ჩვენი ხალხის დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს“, – აღნიშნულია აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები