კიევზე დრონებით შეტევა განხორციელდა

რუსულმა ძალებმა კიევს Shahed-ის დრონებით შეუტიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკრაინელებმა ყველა დრონი მოიგერიეს.

„დედაქალაქში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ყველა რუსული დრონი, რომელიც კიევს საფრთხეს უქმნიდა, საჰაერო თავდაცვის ძალებით და საშუალებებით განეიტრალდა“, – აცხადებენ კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციაში.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქში დრონებით იერიშს ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები