რეპერი pup diddy-ს სკანდალურ საქმეში, შესაძლოა, პოლიტიკოსებიც ფიგურირებდნენ

რეპერი შონ კომბსის (Pup Diddy) ყოფილმა მეგობარმა გოგონამ, ქეისსი ვენტურამ, პირველმა შეიტანა მის წინააღმდეგ სარჩელი, რომელიც პაფ დიდის საქმისთვის საწყისი ღილაკი აღმოჩნდა,- ამის შესახებ უცხოურ მედიაში აქტიურად იწერება და ამ საქმეს მედიაში “ყველაზე დამანგრეველ ტაიფუნს” ადარებენ, რომელიც ამერიკულ შოუბიზნესს და პოლიტიკოსებს დაატყდათ თავს.

ქეისსიმ, 2023 წლის ნოემბერში, შონ კომბსის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა – ის P Diddy-ს გაუპატიურებასა და მრავალწლიან ძალადობაში ადანაშაულებდა. აღსანიშნავია, რომ Cassie-მ 24 საათში, მეორე დღესვე, სარჩელი გამოიტანა და განაცხადა, რომ ის და P Diddy შეთანხმებამდე მივიდნენ. თუმცა, სწორედ ქეისსის სარჩელს მოჰყვა ათობით სხვა ადამიანების საჩივრები.

რეპერს სექს-ტრეფიკინგი, პროსტიტუციის ხელშეწყობა, ძალადობა, იარაღით მუქარა, იძულება და კიდევ სხვა მძიმე დანაშაულები ედება ბრალად. პაფ დედის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში მის მიერ მოწყობილ წვეულებებს მთავარი ადგილი უკავია.

სხვადასხვა წყაროებით, ამ წვეულებების ხშირი სტუმრები იყვნენ გავლენიანი ადამიანები, საზოგადოებისთვის ცნობილი შოუბიზნესის წარმომადგენლები, ასევე, ცნობილი პოლიტიკოსები და სამეფო ოჯახების წევრები.

პროკურორების მტკიცებით, მუსიკოსი ათწლეულების განმავლობაში ძალადობდა ქალებზე და საკუთარი “ქსელის” სხვა წევრებზე, რათა “საკუთარი სექსუალური ფანტაზიები დაეკმაყოფილებინა, დაეცვა საკუთარი რეპუტაცია და ჩადენილი დანაშაულები დაეფარა”. ამას გარდა, პროკურორები ადანაშაულებენ შონ კომბსს ხანგრძლივი სექსუალური ხასიათის ღონისძიებების ორგანიზებაში, სადაც ის ღონისძიებების წევრებს ნარკოტიკული ნივთიერების “Freak Offs-ის” ზემოქმედების ქვეშ ამყოფებდა.

ამ დროისთვის, P Diddy ბრუკლინის ფედერალურ საპატიმროში იმყოფება, სადაც ელოდება სასამართლო პროცესების დაწყებას, რომელიც 9 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

ფი დიდის ადვოკატებს უკვე ორმა მოსამართლემ უთხრა უარი 50 მილიონი დოლარის ოდენობის გირაოზე. ასევე, მას უარი ეთქვა შინა პატიმრობაზეც.

გავრცელებული ინფორმაციით, შონ კომბსმა საპატიმროში საკვების მიღებაზე უარი თქვა და შიმშილობა დაიწყო. მან განაცხადა, რომ მოწამვლის ეშინია.

ამერიკულ მედიაში ვარაუდობენ, რომ საქმეში პოლიტიკოსებიც ფიგურირებენ, ამიტომ არ არის გამორიცხული, გამოძიება ამერიკაში წინასაარჩევნო სკანდალადაც იქცეს და საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენა მოახდინოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები