დედაქალაქში დამატებით 25 ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს
დედაქალაქში დამატებით 25 ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს. ახალი სატრანსპორტო საშუალებების პრეზენტაცია ამ წუთებში მიმდინარეობს.
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში გრძელდება ავტობუსების ჩანაცვლება.
მისი თქმით, ამ ეტაპზე შემოყვანილია 25 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი. საერთო ჯამში კი თბილისში ამ დროისთვის 100 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს.