ევროკომისიის პრეზიდენტი ამსტერდამში ებრაელებზე მომხდარ თავდასხმას გმობს
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ამსტერდამში ებრაელებზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება.
როგორც “ბიბისი” წერს, ფონ დერ ლაიენი აღშფოთებულია თავდასხმის გამო.
მედიის ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტი ასევე ესაუბრა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს, დიკ შუფს და მკაცრად დაგმო ისრაელელ გულშემატკივრებზე თავდასხმა.
ნიდერლანდების პრემიერი აცხადებს, რომ მომხდარს ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაზე განიხილავს.
შეგახსენებთ, საფეხბურთო მატჩის შემდეგ, ამსტერდამში ისრაელის მოქალაქეებს თავს დაესხნენ, დაშავებულია ათი პირი.