IDF-მ „ჰეზბოლას“ კიდევ ერთი მეთაურის ლიკვიდაციის შესახებ გამოცხადა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) „ჰეზბოლას“ კიდევ ერთი მეთაურის, ნაუბილ კაუკის ლიკვიდაციის შესახებ გამოაცხადა. ის ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ The Times of Israel იტყობინება.

IDF-ის ცნობით, კაუკი იყო „ჰეზბოლას“ უსაფრთხოების პრევენციის განყოფილების მეთაური და ჯგუფის ცენტრალური საბჭოს უფროსი წევრი.

კაუკი ითვლებოდა „ჰეზბოლას“ ხელმძღვანელობასთან დაახლოებულად და მონაწილეობდა ისრაელზე თავდასხმებში, მათ შორის ბოლო დღეებში.

ნაუბილ კაუკი შეუერთდა ჰეზბოლას 1980-იან წლებში, იყო ლიდერის მოადგილე და მოგვიანებით სამხრეთ ლიბანის აღმასრულებელი საბჭოს ხელმძღვანელი, ასევე აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

ის წუხელ დაიღუპა ავიაიერიშის დროს სამხრეთ ბეირუთში, დაჰიას რაიონში, სადაც ჰეზბოლას ცენტრალური შტაბი აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები