ირანი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო შეხვედრას ითხოვს

ისრაელის მიერ „ჰეზბოლას“ ლიდერის ჰასან ნასრალას მკვლელობის შემდეგ, ირანმა მოუწოდა გაეროს გამართოს უშიშროების საბჭოს საგანგებო შეხვედრა ისრაელის ქმედებებზე ლიბანში და მთელ რეგიონში. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

გაეროში ირანის ელჩის, ამირ საიდ ირავანის სახელით წერილში მოუწოდებს გაეროს უშიშროების საბჭოს „დაუყოვნებლივ და გადამწყვეტი ზომების მიიღოს რათა შეაჩეროს ისრაელის მიმდინარე აგრესია და თავიდან აიცილოს… რეგიონის სრულმასშტაბიან ომში ჩათრევა“.

„ირანის ისლამური რესპუბლიკა მკაცრად გმობს მის დიპლომატიურ შენობებზე და წარმომადგენლებზე თავდასხმებს, რომლებიც არღვევს დიპლომატიური და საკონსულო შენობების ხელშეუხებლობის ფუნდამენტურ პრინციპს და იმეორებს, რომ არ დაუშვებს მსგავსი აგრესიის განმეორებას“, – ნათქვამია წერილში.

ირანის ელჩმა თქვა, რომ თეირანი მზადაა მიიღოს ყველა საჭირო ზომა თავისი ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები