ნეპალის დედაქალაქში წყალდიდობას სულ მცირე 66 ადამიანი ემსხვერპლა

ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 66 ადამიანი დაიღუპა, იუწყება Sky News.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან კიდევ 69 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

ნეპალის შინაგან საქმეთა მინისტრმა რამეშ ლეხაკმა განაცხადა, რომ არსებობს მონაცემები სტიქიის შედეგად ქვეყნის სხვა ნაწილებში დაღუპულების შესახებ, მაგრამ ხელისუფლება კვლავ აგროვებს დამატებით ინფორმაციას.

აღნიშნულია, რომ პარასკევს, 27 სექტემბერს საღამოს კატმანდუში წვიმა დაიწყო. კატმანდუს ზოგიერთ რაიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში 322,2 მმ-მდე წვიმა მოვიდა.

როგორც წესი, ნეპალში მუსონური სეზონი, რომელსაც ძლიერი ნალექი მოაქვს, იწყება ივნისში და მთავრდება სექტემბრის შუა რიცხვებამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები