„ოლიმპიური ვარსკვლავით“ დაზარალებულებმა პროკურატურასთან აქცია გამართეს

მთავარი პროკურატურის მიმდებარე ტერიტორიასთან სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავით“ დაზარალებულმა პირებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა მთავარი პროკურორისგან, მათ საქმეზე გამოძიების შედეგის გაცნობა მოითხოვეს. მათივე განცხადებით, ისინი პროკურორთან შეხვედრას და იმ პირების დასჯას ითხოვენ, ვინც მათი თანხები მიითვისა. აქციის წევრებს პროკურატურის წარმომადგენელი გაესაუბრა და აღნიშნული საქმეის გამოძიებას დაჰპირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები