აშშ-ში ქარიშხალ „ჰელენს“ 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთში ქარიშხალმა „ჰელენმა“  სულ მცირე 43 ადამიანი იმსხვერპლა და მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. ქარიშხალმა ჯერ ფლორიდას დაარტყა, შემდეგ ჩრდილოეთით ჯორჯიას, ასევე ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინაში გადავიდა.

მიუხედავად იმისა, რომ „ჰელენი“ საგრძნობლად დასუსტდა 24 საათის შემდეგ, მეტეოროლოგებმა გამოაცხადეს ძლიერი ქარის, ძლიერი წვიმისა და ტორნადოების მუდმივი საფრთხე. ქარიშხლის ზონაში სახლები და გზები ნაწილობრივ დატბორილია.

წყალდიდობის შედეგად დაზარალებულმა ერთ-ერთმა ოჯახმა BBC-ს განუცხადა, რომ ისინი იძულებულნი გახდნენ სახლიდან უსაფრთხო ადგილას გადასულიყვნენ. სადაზღვევო კომპანიები „ჰელენის“ მიერ მიყენებულ ზარალს მრავალ მილიარდ დოლარად აფასებენ.

ქარიშხალი „ჰელენი“ არის მე-4 კატეგორიის ქარიშხალი, ეს რიგით მეორე ყველაზე ძლიერი ქარიშხალია, რომლის ქარის სიჩქარეც 240 კმ/სთ-მდე აღწევს.

აშშ-ის ქარიშხლების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის განცხადებით, „ჰელენი“ 24 საათის განმავლობაში უნდა ჩაცხრეს, მაგრამ ძლიერი ქარის, წყალდიდობისა და მეწყერის საფრთხე შენარჩუნდება.

„ჰელენმა“ მე-14 ადგილი დაიკავა შეერთებულ შტატებში ქარიშხლების სიძლიერის ყველა დროის სიაში. ამავდროულად, მისი სიგანე 675 კმ-ად არის შეფასებული და ეს უკვე მესამე შედეგია ისტორიაში – უფრო დიდი იყო “იდა” 2017 წელს და “ოპალი” 1996 წელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები