რუსეთში ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელშიც პუტინის პარტიის დეპუტატი იმყოფებოდა – დაღუპულია ორი ადამიანი

რუსეთში, არხანგელსკის ოლქში, კერძო ვერტმფრენი – Robinson R44 ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი, მათ შორის არის პუტინის პარტიის, „ერთიანი რუსეთი“ ერთ-ერთი დეპუტატი.

გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენი, რომელიც სოფელ ბიჩიედან სოფელ კარანდაშევსკაიაში მიემართებოდა, გაუჩინარდა და ეკიპაჟი კავშირზე არ გამოდიოდა, რის შემდეგაც სამძებრო ოპერაცია დაიწყო.

როგორც რუსული სააგენტო TASS-ი იტყობინება, ნაპოვნია ვერტმფრენის ნამსხვრევები. გარდა ამისა, შემთხვევის ადგილზე ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

ამასთან, რეისი სავარაუდოდ, არ იყო კოორდინირებული და ამიტომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები