პენტაგონი: აშშ-ს არ ჰქონია წინასწარი გაფრთხილება ბეირუთში ისრაელის თავდასხმის შესახებ

შეერთებულ შტატებს არ ჰქონია წინასწარი გაფრთხილება ბეირუთში ისრაელის თავდასხმის შესახებ, – ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა განაცხადა.

მისივე თქმით, მაშინ, როცა ისრაელმა იერიში დაიწყო, აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი მის ისრაელელ კოლეგას, იოავ გალანტს ტელეფონით ესაუბრებოდა.

„ამერიკის შეერთებული შტატები არ იყო ჩართული ამ ოპერაციაში და ჩვენ არ გვქონდა წინასწარი გაფრთხილება“, – განუცხადა ჟურნალისტებს სპიკერმა საბრინა სინგმა.

აღსანიშნავია, რომ ეს იყო აშშ-ს მთავრობის პირველი კომენტარი ისრაელის ოპერაციის შესახებ, რომელიც ეწინააღმდეგება ვაშინგტონის მოწოდებებს დეესკალაციისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ისრაელმა „ჰეზბოლას“ ცენტრალურ შტაბ-ბინაზე იერიში მიიტანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები