ABC News: ბეირუთში ისრაელის დარტყმების სამიზნე ჰასან ნასრალა იყო

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ისრაელის საჰაერო თავდასხმის სამიზნე  „ჰეზბოლას“ მეთაური ჰასან ნასრალა იყო. ამის შესახებ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ABC News-ს განუცხადა.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმას, სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა, 76 კი დაშავდა.

ოფიციალური პირის თქმით, ნასრალა და მისი მოადგილეები ლიბანის დედაქალაქში ვიზიტით იმყოფებოდნენ.

თავდასხმამდე ერთი საათით ადრე ისრაელმა შეერთებულ შტატებს აცნობა, რომ ის ნასრალას მიზანში ამოღებას აპირებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები