ტრამპი: თუ პრეზიდენტად ამირჩევენ, ომი სწრაფად დასრულდება, თუ არა, ის მესამე მსოფლიო ომში გადაიზრდება

„რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში უკრაინაში ომი მესამე მსოფლიო ომში გადაიზრდება.

როგორც მან აღნიშნა, მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომი სწრაფად დასრულდება.

„ახლახან შესანიშნავი შეხვედრა მქონდა უკრაინის პრეზიდენტთან. თუ მე ამირჩევენ პრეზიდენტად, ომი სწრაფად დასრულდება. თუ არა, ეს ომი არასდროს დასრულდება და მესამე მსოფლიო ომში გადაიზრდება. ამხანაგი ჰარისი ვერასდროს შეძლებს ამ ომის დასრულებას. არაფერი შეიცვლება გარდა იმისა, რომ სიკვდილი და განადგურება მხოლოდ გაიზრდება!“ – აღნიშნა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები