ნეთანიაჰუ: ისრაელი გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში, რადგან არჩევანი არ გვაქვს

ისრაელი გაიმარჯვებს, რადგან არჩევანი არ გვაქვს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის გამოყოფა გაეროსთვის „მორალური ლაქაა“.

„რა ფარისევლობაა. რა ორმაგი სტანდარტია. ქალბატონებო და ბატონებო, ნამდვილი ომის დამნაშავეები ისრაელში არ არიან. ისინი ირანში არიან. ისინი არიან ღაზაში, სირიაში, ლიბანში, იემენში. ვინც მათთან ერთად დგას, საკუთარი თავის უნდა რცხვენოდეს. მაგრამ ისრაელი გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში, რადგან არჩევანი არ გვაქვს“, – აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები