ისრაელის საჰაერო ძალებმა ბეირუთში „ჰეზბოლას“ მთავარ შტაბს დაარტყეს

IDF-ის სპიკერმა, კონტრადმირმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა, ცოტა ხნის წინ, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში „ჰეზბოლას“ მთავარ შტაბს დაარტყეს.

დანიელ ჰაგარი არ აკონკრეტებს, იყო თუ არა „ჰეზბოლას“ ლიდერი, ჰასან ნასრალა სამიზნე ან იმყოფებოდა თუ არა ის შტაბში დარტყმის დროს.

მისი თქმით, ისრაელის სამოქალაქო პირების მითითებებში ამ დროისთვის ცვლილებები არ არის.

ისრაელმა ბოლო კვირების განმავლობაში „ჰეზბოლას“ ტერორისტული ჯგუფის ყველაზე მაღალი რანგის ხელმძღვანელობა გაანადგურა.

ლიბანური მედიის მიერ გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს მასიური დარტყმებიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები