იემენელმა „ჰუსიტებმა“ აშკელონი და თელ-ავივი დაბომბეს

იემენელმა „ჰუსიტებმა“ განაცხადეს, რომ მათ ისრაელზე საჰაერო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ქალაქები აშკელონი და თელ-ავივი დაბომბეს,- ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

საჰაერო იერიშის დროს, ისრაელის ქალაქების მიმართულებით რაკეტები და დრონები გაუშვეს. როგორც „ჰუსიტები“ იუწყებიან, მათ ეს ღაზის სექტორისა და ლიბანის მხარდასაჭერად გააკეთეს.

„ჰუსიტების“ სპიკერის იაჰია სარეას განცხადებით, მათი ოპერაცია არ შეჩერდება მანამ, სანამ ისრაელი ღაზასა და ლიბანში სამხედრო მოქმედებებს არ შეწყვეტს.

„ჩვენი სამხედრო ოპერაციების რიცხვი ისრაელის წინააღმდეგ, რომელმაც პალესტინასა და ლიბანში ჩვენი ძმების სისხლი დაღვარა, გაიზრდება“, – აცხადებს სარეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები