პოლონეთსა და უკრაინას შორის პრობლემურ ისტორიულ საკითხებში პროგრესი უნდა მოხდეს, თუმცა არა შანტაჟის გზით – პოლონეთის პრეზიდენტი

პოლონეთსა და უკრაინას შორის პრობლემურ ისტორიულ საკითხებში პროგრესი უნდა მოხდეს, თუმცა არა შანტაჟის გზით, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.

მისი თქმით, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ორგანიზაციის შტაბ-ბინაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მცირეხნიანი შეხვედრა ჰქონდა. ლიდერებმა ფრონტზე არსებულ ვითარებაზე მოკლედ ისაუბრეს.

„იმედი მაქვს, ჩემი პრეზიდენტობის დასრულებამდე იქნება რაღაც პროგრესი ამ საკითხში. მეორე მხრივ, არ მინდა, ეს მოხდეს შანტაჟის გზით, რომელიც, ჩემი აზრით, კარგ შედეგებს არ მოიტანს“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ საკითხი სხვა გზით უნდა გადაწყდეს და არა უკრაინის დასავლეთთან ინტეგრაციის ბლოკირების მუქარით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები