ინდოეთში რელიგიურ ფესტივალზე 40-მდე ბავშვი დაიღუპა

ინდოეთის აღმოსავლეთით, ინდუისტური რელიგიური ფესტივალის „ჯივიტპუტრიკას“ აღნიშვნისას სულ მცირე, 46 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 37 ბავშვი და 7 ქალი.

BBC-ს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ფატალური შემთხვევა 15 რეგიონში დაფიქსირდა. ქვეყნის საგანგებო სამსახურში განმარტავენ, რომ მსხვერპლი განბანვის რიტუალს მოჰყვა, რადგან მოსახლეობამ გაფრთხილება მდინარეების ადიდების შესახებ არ გაითვალისწინა.

საგანგებო სამსახურში შიშობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობამ, შესაძლოა, მოიმატოს და აღნიშნავენ, რომ გარდაცვლილთა ოჯახები კომპენსაციას მიიღებენ.

„ჯივიტპუტრიკას“ ბავშვების კეთილდღეობას ეძღვნება. მას 3 დღის განმავლობაში აღნიშნავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები