დევნილთა სამინისტრო 33 ეკომიგრანტი ოჯახისთვის 20 000 ლარის ფარგლებში საცხოვრებელ სახლებს შეისყიდის

დევნილთა და განსახლების სამინისტროში „სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა განსახლების მარეგულირებელი კომისიის“ სხდომა გაიმართა. სხდომას დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია, ეკომიგრანტთა დეპარტამენტის თანამშრომლები, სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მიმდინარე წელს, დევნილთა და განსახლების სამინისტრო 33 ეკომიგრანტი ოჯახისთვის, 20 000 ლარის ფარგლებში, საცხოვრებელ სახლებს შეისყიდის. კერძო სახლების შერჩევა, სტიქიით დაზარალებული ოჯახების უშუალო ჩართულობით, უკვე მოხდა. კომისიამ დღევანდელ შეხვედრაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ სახლებს შესყიდვამდე „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო“ ტექნიკური მდგრადობისა და საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით შეისწავლის. გარდა ამისა, კომისიამ განიხილა მინისტრის N779 ბრძანებაში შესატანი ცვლილებები, რომლის თანახმადაც სტიქიით დაზარალებული ოჯახების შეფასების კრიტერიუმებში გაიზარდა დაზარალების კატეგორიის როლი. ასევე კრიტერიუმებში გათვალისწინებული იქნება სტიქიით დაზარალებულ ოჯახში, ონკოლოგიური დაავადების მქონე წევრის არსებობა, რაზეც მინიჭებული იქნება დამატებითი ქულა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები