ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა ერთი ხელის გაწვდენაზეა

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ ერთი ხელის გაწვდენაზეა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების, სულ მცირე, 80 პროცენტი შეთანხმებულია და ერევანი მზადყოფნას გამოთქვამს, ხელი მოაწეროს შეთანხმებულ ნაწილს და დანარჩენ საკითხებზე მუშაობა შემდგომში გაგრძელდეს.

„ჯერ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია გადასაწყვეტი და სომხეთის და აზერბაიჯანის შემთხვევაში, შეთანხმებული მუხლები არსებითად შეიცავს სამშვიდობო დებულებებს, ერთმანეთის მიმართ ტერიტორიული მოთხოვნების არარსებობას, მომავალში მსგავსი მოთხოვნების გამორიცხვას და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აზერბაიჯანის მიმართ ტერიტორიული პრეტენზია არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები