რუმინეთი რუსული თვითმფრინავის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევაზე იტყობინება

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსულმა დრონმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.

უწყების ცნობით, ღამით, მეზობელ უკრაინაზე იერიშის დროს, რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა სავარაუდოდ, რუმინეთის საჰაერო სივრცე ძალიან მოკლე პერიოდით, სამ წუთზე ნაკლები ხნით დაარღვია.

„რუმინეთის რადიოლოკაციურმა სისტემამ გამოავლინა, რომ ერთ-ერთმა უპილოტო საფრენმა აპარატმა, რომელიც უკრაინაზე თავდასხმაში მონაწილეობდა, გადაკვეთა რუმინეთის საჰაერო სივრცე ძალიან მოკლე პერიოდით – სამ წუთზე ნაკლები ხნით – სასაზღვრო ზონაში“, – განაცხადეს რუმინეთის თავდაცვის სამინისტროში.

აღნიშნულის პასუხად, F-16-ის ორი რუმინელი გამანადგურებელი და F-18-ის ტიპის ორი ესპანური თვითმფრინავი აფრინდა, რომლებიც საჰაერო პატრულირების მისიაში მონაწილეობენ.

რუმინეთს უკრაინასთან 650 კილომეტრის სიგრძის საერთო საზღვარი აქვს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუმინეთის ტერიტორიაზე არაერთხელ ჩამოვარდა რუსული დრონების ფრაგმენტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები