ისრაელის საჰაერო დარტყმებს ხუთი სამხედრო ემსხვერპლა

ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად დაიღუპა ხუთი სამხედრო, ერთი კი დაშავდა,- ამის შესახებ სირიის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.

თავდაცვის უწყების ცნობით, თავდასხმა გამთენიისას განხორციელდა და მისი სამიზნე სირიაში, ლიბანის საზღვართან მდებარე ერთ-ერთი სამხედრო ობიექტი იყო.

ისრაელის თავდაცვის ძალებში, სირიაზე საჰაერო დარტყმებთან დაკავშირებით, კომენტარი არ გაკეთებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები