ინდონეზიაში ოქროს საბადო ჩამოიშალა – დაიღუპა, სულ მცირე, 15 ადამიანი

ინდონეზიაში ოქროს საბადოს ჩამოშლის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა უხვმა ნალექმა და მეწყერმა გამოიწვია.

როგორც უცხოური მედია იუწყება, საბადოში ოქროს უკანონოდ მოიპოვებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ადგილობრივი მცხოვრებლები არიან. საბადოში ჩამოშლის დროს 25 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 15 ადგილზე დაიღუპა, სამი დაშავდა, ხოლო შვიდი დაკარგულად ითვლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები