ლუკაშენკო – თუ ნატო ბელარუსს თავს დაესხმება, ის ბირთვულ იარაღს გამოიყენებს

თუ ნატო ბელარუსს თავს დაესხმება, ის და რუსეთი საპასუხოდ ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ,- ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.

„მე ვამბობდი, რომ ბელარუსზე თავდასხმა მესამე მსოფლიო ომი იქნება. პუტინმა ეს გუშინ დაადასტურა, როცა ბირთვულ დოქტრინაში შესწორება შეიტანა და აღნიშნა, რომ რუსეთსა და ბელარუსზე თავდასხმის დროს ჩვენ ბირთვულ იარაღს გამოვიყენებთ“, – თქვა ლუკაშენკომ.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 25 სექტემბერს ქვეყნის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების დოქტრინაში ცვლილებები შეაქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები