დევიდ ლემი – უკრაინისთვის შორი დისტანციის იარაღის გამოყენებაზე გადაწყვეტილება, შესაძლოა, ზამთრის დაწყებამდე მიიღონ

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლემი ვარაუდობს, რომ უკრაინისთვის შორი დისტანციის იარაღის გამოყენებაზე გადაწყვეტილება, შესაძლოა, ზამთრის დაწყებამდე მიიღონ.

ლემის თქმით, მას მოლოდინი აქვს, რომ უკრაინის სასარგებლოდ უახლოეს კვირებში ძლიერი პოზიცია დაფიქსირდება.

„ველი, რომ უახლოეს დღეებში და კვირებში ჩვენ გვექნება მტკიცე პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ ვუახლოვდებით 2025 წლის რთულ ზამთარს“, – აცხადებს დევიდ ლემი.

გარდა ამისა, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ მომავალ წელს კრემლის ლიდერის, ვლადიმერ პუტინისთვის მდგომარეობა უფრო რთული იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები