რუსებმა ქალაქ იზმაილზე იერიში მიიტანეს – არის მსხვერპლი

რუსეთის მიერ ოდესის ოლქში მდებარე ქალაქ იზმაილზე მიტანილი იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა,- ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც უკრაინული მედია იტყობინება, დაშავებულებს შორის სამი ბავშვია. თავდასხმის შედეგად დაზიანდა მრავალსართულიანი სახლები, სხვადასხვა შენობები და მანქანები.

ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის განცხადებით, თავდასხმის შედეგად სხვადასხვა ლოკაციაზე ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაცია.

ამასთან, რუსეთის ხერსონის რეგიონზე შეტევის შედეგად ხუთი ადამიანია დაშავებული, მათ შორის ორი ბავშვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები