ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 10 რაკეტა გაუშვეს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანიდან 10 რაკეტის გაშვება დააფიქსირეს,- ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული.

ებრაული მხარის მტკიცებით, რაკეტები ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჰაიფას და მისი შემოგარენის მიმართულებით გაუშვეს.

რამდენიმე რაკეტის ჩამოგდება მოხერხდა, ხოლო რამდენიმე რაკეტა დაუსახლებელ ადგილას დაეცა.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები