ალაბამაში, ისტორიაში მეორედ, აზოტის გაზის გამოყენებით, მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს

აშშ-ის შტატ ალაბამაში ისტორიაში მეორედ აზოტის გამოყენებით სიკვდილით დასაჯეს 59 წლის ალან იუჯინ მილერი, რომელმაც სამი თანამშრომელი მოკლა,- ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

59 წლის წლის ალან ევგენი მილერი, გარდაცვლილად ადგილობრივი დროით 18:38 საათზე გამოცხადდა.

„მე არაფერი ჩამიდენია ისეთი, რისთვისაც აქ ვიმყოფები“, – ეს მსჯავრდებულის უკანასკნელი სიტყვები იყო.

Associated Press-ის მტკიცებით, სიკვდილით დასჯა აზოტის გამოყენებით ამერიკაში საკამათო მეთოდად ითვლება. მას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები