ზელენსკი თეთრ სახლში ბაიდენს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა.

სახელმწიფოს მეთაურმა ბაიდენს „გამარჯვების გეგმა“ გააცნო. გარდა ამისა, შეხვედრაზე განხილული იყო სამხედრო დაფინანსებისა და უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების საკითხები.

„უკრაინასთან ვდგავართ ახლა და მომავალშიც ვიდგებით. ნება მომეცით, ვიყო მკაფიო. რუსეთი ომში ვერ გაიმარჯვებს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები