ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩინეთი მზადაა, საჭიროებების შესაბამისად, უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ განაცხადა, რომ ჩინეთი მზადაა, საჭიროებების შესაბამისად, უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს.

აღნიშნული განცხადება მან ნიუ-იორკში უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელთან ანდრეი ერმაკთან და მის უკრაინელ კოლეგასთან ანდრიი სიბიჰასთან შეხვედრისას გააკეთა, რომელსაც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ჩინეთი ყურადღებით აკვირდება ჰუმანიტარულ სიტუაციას უკრაინაში, მას უკვე მიაწოდა ჰუმანიტარული დახმარების ოთხი პარტია და მზად არის უკრაინის საჭიროებების შესაბამისად ქვეყანას ახალი დახმარება გაუწიოს“, – თქვა ვანგ იმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები