ისრაელი ლიბანში ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებით, ქვეყნის ხელმძღვანელობა ლიბანში დაჯგუფება „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ წარმოებულ სამხედრო ოპერაციის შეწყვეტას არ აპირებს,- ინფორმაციას ებრაული მედია ავრცელებს.

როგორც ნეთანიაჰუს ოფისში განმარტეს, პრემიერმა ჯარს უფლება მისცა, „ჰეზბოლას“ პოზიციებზე დარტყმები მთელი ძალით განაგრძოს.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ისრაელსა და „ჰეზბოლას“ 21-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ნაბიჯი მხარეებს საშუალებას მისცემს, კონფლიქტი დიპლომატიური გზით გადაჭრან.

ისრაელის არმიამ ლიბანში ჰეზბოლას სამიზნეებზე იერიშის ახალი ტალღა 19 სექტემბერს დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები