ისრაელის სამხედრო ავიაციამ ლიბანის დედაქალაქი დაბომბა

ისრაელის სამხედრო ავიაციამ ლიბანის დედაქალაქი ბეირუთი დაბომბა.

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავების სამიზნე ბეირუთის სამხრეთ უბნები გახდა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ განხორციელდა მიზანმიმართული დარტყმები, რომელთა სამიზნე „ჰეზბოლას“ საჰაერო ძალების მეთაური იყო.

ლიბანური მედიის ინფორმაციით, ისრაელი აგრძელებს ქვეყნის სამხრეთ რაიონების დაბომბვას. ტვიროსის ოლქის დაბომბვას სამი ადამიანი ემსხვერპლა, 10 კი დაშავდა.

ისრაელის დაბომბვის გამო ლიბანიდან სირიაში 22 000-ზე მეტი ადამიანი გადავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები