ობამას მოსაზრების საწინააღმდეგოდ, პენტაგონი რუსეთს სამხედრო პასუხს უმზადებს

აშშ და მოკავშირე ქვეყნები რუსეთის და ჩინეთის ქმედებებზე სამხედრო საშუალებებით პასუხისთვის მზად უნდა იყვნენ. ეს განცხადება აშშ-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ რობერტ უორკმა გააკეთა. უორკის თქმით, რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობისას დიპლომატიური საშუალებები აქტიურად უნდა იქნეს გამოყენებული. „თუმცა ჩვენ ასევე სამხედრო პასუხის შესაძლებლობაც უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედებების შემთხვევაში“, – აღნიშნა უორკმა.
„რუსეთი და ჩინეთი მათ საზღვრებთან ახლო მდებარე ტერიტორიებთან პოზიციებს ამყარებენ. უახლოეს რამდენიმე წელიწადზე განსაზღვრული კურსის დამუშავებისას, ჩვენ უნდა გავარკვიოთ, რომელ რაიონებს განიხილავენ საციცოხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებში“, – განაცხადა უორკმა. ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ამ კვირაში ნატოს ქვეყნების და რუსეთის შორის სამხედრო კონფრონტაციის დაწყება გამორიცხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები