ისრაელის იერიშების შედეგად, ლიბანში დაღუპულთა რიცხვი 620-მდე გაიზარდა

ისრაელის ავიაიერიშებს ლიბანში, ბოლო ერთ დღეში, 72 ადამიანი ემსხვერპლა, 392 კი დაშავდა.

საერთო ჯამში მსხვერპლის რაოდენობა 620-მდე გაიზარდა.

ლიბანში აცხადებენ, რომ ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად საცხოვრებელი 500 000-მა ადამიანმა დატოვა.

პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ გასული ღამის განმავლობაში დაიბომბა „ჰეზბოლას“ 75 სამიზნე ობიექტი.

ისრაელის მედია წერს, რომ ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებების ფონზე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის თავდაცვის ძალებს მოუწოდა, ლიბანზე თავდასხმები შეამცირონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები