რუსეთმა ჩინეთში უპილოტო საფრენი აპარატის ახალი მოდელი შექმნა

რუსეთმა ჩინეთში საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატის ახალი მოდელი შექმნა, რომლის გამოყენებასაც უკრაინაში აპირებს,-ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, რუსეთმა დრონის ცდები ჩინეთის ტერიტორიაზე უკვე წარმატებით ჩაატარა.

ახალი უპილოტო საფრენი აპარატის სახელია „გარპია-3“. “როიტერის” ცნობით, „გარპია-3“-ს 50 კილოგრამამდე ტვირთის გადატანა და დაახლოებით 2 000 კილომეტრის მანძილზე ფრენა შეუძლია.

ჩინეთში ჩატარებული ცდების შემდეგ, ახალი უპილოტო საფრენი აპარატის რამდენიმე მოდელი, დამატებითი შემოწმების მიზნით, იჟევსკში ჩაიტანეს.

ახალი დრონის შექმნაში რუსული მხრიდან იჟევსკის ელექტრომექანიკური ქარხანა „კუპოლი“ მონაწილეობდა. კომპანია „კუპოლმა“ უკვე შეატყობინა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, რომ მას ჩინეთში ასეთი დრონების მასიური წარმოება შეუძლია, რასაც შემდეგში უკრაინაში გამოიყენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები