ამერიკის ისტორიაში მეორედ, მსჯავრდებულს აზოტის გაზის მეშვეობით სიკვდილით დასჯიან

აშშ-ის ისტორიაში მეორედ, ალაბამის შტატში მსჯავრდებულს აზოტის გაზის გამოყენებით სიკვდილით დასჯიან,- ამის შესახებ ინფორმაციას Abcnews-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 59 წლის ალან იუჯინ მილერს, სიკვდილით დასჯა 1999 წელს, თავისი იმ დროინდელი კოლეგების – ლი ჰოლდბრუკსისა და კრისტოპერ სკოტ იანსის, ასევე ყოფილი უფროსის, ტერი ლი ჯარვისის მკვლელობისთვის მიესაჯა.

მილერის სიკვდილით დასჯა 2022 წლის სექტემბერში, სასიკვდილო ინიექციით იყო დაგეგმილი, მაგრამ სიკვდილით დასჯა მას შემდეგ გაუქმდა, რაც სასიკვდილო ინიექციის შეყვანისთვის ინტრავენური მილის დაყენება ვერ მოხერხდა.

2024 წლის მაისში, ალაბამას უზენაესმა სასამართლომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ნება დართო, მილერის სასიკვდილო განაჩენი სისრულეში აზოტის ჰიპოქსიის გამოყენებით მოეყვანა.

ალაბამა გახდა პირველი შტატი, რომელმაც ამ წლის იანვარში აზოტის გაზით სიკვდილით დასაჯა პატიმარი კენეტ იუჯინ სმიტი.

ამერიკის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ აზოტით სიკვდილი ჰუმანური, უმტკივნეულო სიკვდილით დასჯის ფორმაა და რომ ადამიანი აზოტის ჩასუნთქვის შემდეგ წამებში დაკარგავს გონებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები