ნატო რუსეთთან მომავალი შესაძლო ომის შემთხვევაში გეგმებს ამზადებს
ნატო რუსეთთან შესაძლო მომავალი ომის შემთხვევაში, მასობრივი ევაკუაციისა და გადარჩენის გეგმებს ადგენს, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლოგისტიკის სარდლობის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ სოლფრანკმა განაცხადა.
სოლფრანკის თქმით, უსაფრთხოების ბლოკი მუშაობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ მას ჰქონდეს ოპერატიული შესაძლებლობები, დიდი რაოდენობით დაჭრილი ჯარები ფრონტის ხაზებიდან გამოიყვანოს.
გენერალმა აღნიშნა, რომ პროგნოზების მიხედვით, ომი ფართო საბრძოლო ველზე გაიშლება და ნატოს მნიშვნელოვანი დანაკარგი ექნება. მისივე თქმით, რუსეთის საჰაერო ძალების ფართო შესაძლებლობების გამო, დაჭრილთა თვითმფრინავებით ევაკუაცია, შესაძლოა, ძალიან სახიფათო იყოს, ამიტომ “საავადმყოფო მატარებლების” გამოყენება უმჯობესი იქნება.
ცნობისთვის, გერმანიის სამხედროები აცხადებენ, რომ რუსეთი ნატოს ქვეყანაზე თავდასხმას 2029 წელს შეძლებს.