ნიუ-იორკის მერს ბრალი წაუყენეს

ნიუ-იორკის მერს, ფედერალური კორუფციული გამოძიების ფარგლებში, ბრალი წაუყენეს, – ამის შესახებ ინფორმაციას New York Times-ი ავრცელებს.

NYT-ის ცნობით, საბრალდებო დასკვნის შინაარსი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც გამოცემა წერს, გამოძიება ნაწილობრივ იმას ეხებოდა, მიიღო თუ არა 2021 წელს ერიკ ადამსმა და მისმა მერის საარჩევნო კამპანიამ თურქეთის მთავრობისგან არალეგალური შემოწირულებები.

საბრალდებო დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, ერიკ ადამსი ნიუ-იორკის ისტორიაში პირველი მერი გახდება, რომელსაც თანამდებობაზე ყოფნისას ბრალს წაუყენებენ.

მერმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია.

„თუ ბრალს წაუყენებენ, ვიცი, რომ უდანაშაულო ვარ. სასწრაფო საქმის მოსმენას მოვითხოვ, რათა ნიუ-იორკელებმა სიმართლე გაიგონ“, – განაცხადა ნიუ-იორკის მერმა.

გამოცემის ინფორმაციით, შესაძლოა, ერიკ ადამსი სასამართლოში დღეს გამოცხადდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები