ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდა,- ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ჯო ბაიდენს და შეერთებულ შტატებს ყველა იმ დახმარებისთვის, რასაც ისინი უკრაინას უწევენ, რაც უკრაინელების სიცოცხლეს იცავს და სახელმწიფოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში ეხმარება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზელენსკიმ ბაიდენს მოკლედ მოახსენა უკრაინაში, განსაკუთრებით ფრონტის ხაზზე შექმნილი ვითარება.

ასევე, მან აშშ-ის პრეზიდენტს გამარჯვების გეგმა გააცნო. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ამ გეგმას დღეს, 26 სექტემბერს, ვაშინგტონში მოლაპარაკებების დროს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები