პუტინი: მოსკოვს უფლება აქვს მინსკის წინააღმდეგ აგრესიის დროს ბირთვული იარაღი გამოიყენოს

რუსეთი იტოვებს უფლებას გამოიყენოს ბირთვული იარაღი აგრესიის დროს, მათ შორის, თუ მტერი ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით კრიტიკულ საფრთხეს წარმოადგენს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„ყველა ეს საკითხი შეთანხმებული იყო ბელორუსულ მხარესთან, ბელარუსის პრეზიდენტთან, მათ შორის, თუ მტერი ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით კრიტიკულ საფრთხეს უქმნის ჩვენს სუვერენიტეტს“, – თქვა მან ბირთვული შეკავების შესახებ უშიშროების საბჭოს მუდმივ სხდომაზე.

კერძოდ, პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთზე მასიური საჰაერო თავდასხმის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე განიხილება ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები