ორი დაღუპული და 15 დაშავებული – რუსებმა კრამატორსკზე იერიში მიიტანეს

რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკის ცენტრს დაარტყეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვადიმ ფილაშკინმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.

„კრამატორსკზე თავდასხმა 17:00 საათისთვის განხორციელდა. წინასწარი ინფორმაციით, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. რუსებმა ქალაქის ცენტრს დაუმიზნეს“, – წერს ფილაშკინი.

მისი თქმით, რუსული დარტყმის შედეგად დაზიანდა ორი მრავალსართულიანი შენობა, მაღაზია და ავტომობილი.

მოგვიანებით, კრამატორსკის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, ალექსანდრე ჰონჩარენკომ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა, რითაც დაღუპულთა რიცხვი ორამდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები