თურქეთის პრეზიდენტი: აშშ-სა და ალიანსის ზოგიერთ ქვეყანას არ სურს, უკრაინა იყოს ნატოს წევრი

ნატოში უკრაინის მიწვევა არ არის საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც სიჩქარეა საჭირო. აშშ-სა და ალიანსის ზოგიერთ ქვეყანას არ სურს, უკრაინა იყოს ნატოს წევრი,- ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მას შემდეგ განაცხადა, რაც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა თქვა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის მიერ შემუშავებული „გამარჯვების გეგმა“ უკრაინის ნატოში მიწვევას მოიცავს.

„ეს არ არის ის საკითხები, რომლებიც უნდა დაჩქარდეს. როდესაც ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ყოველთვის ვითვალისწინებთ ნატოს სხვა წევრი ქვეყნების პოზიციებს, ჩვენ განვიხილავთ ყველა შესაძლო საკითხს მოლაპარაკებების მაგიდასთან და შესაბამისად ვიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას“, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ფართოვდება.

„ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან პოლიტიკური და ეკონომიკურია, ასევე დაკავშირებულია თავდაცვით ინდუსტრიასთან. ამ ურთიერთობებს მრავალი განზომილება აქვს, ჩვენი კავშირები გრძელდება და ეკონომიკურად ეს ურთიერთობები ყოველდღიურად ფართოვდება“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის მიერ შემუშავებული „გამარჯვების გეგმა“ უკრაინის ნატოში მიწვევას მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები