ნატო: უკრაინის საზღვართან რუსეთის ფედერაციის 20 000 ჯარისკაცი იმყოფება
ნატოს მონაცემებით, უკრაინის საზღვართან რუსეთის ფედერაციის დაახლოებით 20 000 ჯარისკაცი იმყოფება. უკრაინული პრესის ინფორმაციით, ნატოს ამ მონაცემებს უკრაინის თავდაცვის და უშიშროების საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის პრესმდივანი ანდრეი ლისენკო ავრცელებს.
„ნატოს წარმომადგენელმა ჯეი იანსენმა განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე დღემდე ასობით რუსი სამხედრო, მათ შორის სპეცრაზელები არიან. ნატოს მონაცემებით, უკრაინის საზღვართან კი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დაახლოებით 20 000 ჯარისკაცი იმყოფება“, – განაცხადა ლისენკომ.