ფაშინიანმა და ერდოღანმა ნიუ-იორკში შეხვედრა გამართეს

გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ლიდერებმა სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის ფარგლებში უკვე გადადგმული ნაბიჯები და არსებული შეთანხმებები განიხილეს.

ორივე მხარემ ხაზი გაუსვა მზადყოფნას, გააგრძელოს ეს პროცესი წინაპირობების გარეშე და ახალი იმპულსი მისცეს ორმხრივ ურთიერთობებს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონულ საკითხებს. ფაშინიანმა სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანთან ურთიერთობების მოგვარების ხელშეკრულების ხელმოწერის მზადყოფნაც დაადასტურა.

გარდა ამისა, ფაშინიანმა სომხეთის მთავრობის ინიციატივა “მშვიდობის გზაჯვარედინზე” წარმოადგინა, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში სტაბილურობისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები