სუდანში ქოლერას 430-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

სუდანის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბოლო თვეში ქოლერისგან 430-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა, დაახლოებით, 14 000-მდე გაიზარდა.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში სამოქალაქო ომი ხელს უწყობს ინფექციის სწრაფ გავრცელებას და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ქოლერას გავრცელებას ებრძოლონ.

ომის გარდა, ასევე ძლიერმა ნალექმა და წყალდიდობამ ქოლერის გავრცელებას ხელი შეუწყო, რასაც დევნილთა ბანაკებში ხალხმრავლობაც დაემატა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები