დონეცკში სკოლას ესროლეს, დაღუპულია 10 მშვიდობიანი მოქალაქე (ვიდეო)
დონეცკში „ბოევიკებმა“ ცეცხლი სკოლის და სამარშრუტო ტაქსის მიმართულებით გახსნეს. შედეგად 10 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 9 ადამიანი კი დაიჭრა. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ „ბოევიკაებმა“ ზალპური ცეცხლის სისტემიდან სროლა № 57 სკოლის მიმართულებით დაიწყეს. აფეთქება სკოლასთან 5 მეტრის დაშორებით მოხდა. სკოლის შენობაში იმ დროს 238 ადამიანი იმყოფებოდა – 70 ბავშვი და 28 პედაგოგი. დაიღუპა 4 ადამიანი, 8 ადამიანი დაიჭრა. მოსწავლეებს შორის დაჭრილები და დაღუპულები არ არის. გარდა ამისა, „ბოევიკებმა“ სროლა სამარშრუტო ტაქსის მიმართულებით დაიწყეს. დაიღუპა 6 ადამიანი.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=0VDS3bUGzck” width=”560″ height=”315″]